Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

1. პროექტის სახელწოდება: წიგნი თუ კომპიუტერი

2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები ისწავლიან კომპიუტერის უარყოფით მხარეებს და მათგან თავის დაცვას.

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან კომპიუტერის დადებით და უარყოფით მხარეებს, მათთვის განკუთვნილ პროგრამებს და კომპიუტერის მავნებლობისაგან თავის დაცვას. მოსწავლეებს ეცოდინებათ კომპიუტერთან მოქცევის წესები და გამოიყენებენ მათ.

4. პროექტის მიზანები: მთავარი მიზანია კომპიუტერის მავნებლობისაგან თავის დაცვა. ეცოდინებათ თუ როგორ დაიცვან კომპიუტერის მავნებლობისაგან თავი.

5. მონაწილეთა ასაკი: 10-11 წელი.

6. ვადები/ხანგრძლივობა: 2-3 თვე. (სასწავლო წლის ნებისმიერ პერიოდში).

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ მოძიებულ ინფორმაციას განვათავსაბ ბლოგზე.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: დემურ სიჭინავას ,,მოკარნახე დამწყებთათვის" და ინტერნეტი.

9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები ინდივიდუალურად იმუშავებენ და დამოუკიდებლად შეადგენენ გაკვეთილზე შერჩეულ თემებს: დატვირთვა თვალებზე; შეზღუდული პოზა; დატვირთვა ფსიქიკაზე; გამოსხივება; ფრთხილად!!! 25-ე კადრის ეფექტი. ინფორმაციის მოსაპოვებლად გამოიყენებენ როგორც წიგნებს ასევე ინტერნეტსაც და მოვახდენთ დასრულებული თემების პრეზენტაციას. მოსწავლეები შეფასდებიან თემასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებით და მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის კომპიუტერში შეტანით. წინასწარ მექნება შეფასების რუბრიკა შექმნილი.

10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: კავშირი ისტორიასთან. გაეცნობიან წიგნის და კომპიუტერის ისტორიას. ეთიკური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა და პასუხისმგებლობის გაცნობიერება ისტ საშუალებების გამოყენებისას. ისტ-ის გამოყენების სფეროების ცოდნა და მისი უპირატესობების გაცნობიერება.

11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): გელა მესტვირიშვილი, თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ენაგეთის საჯარო სკოლა, ისტ მასწავლებელი.

12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: gelamestvirishvili@gmail.com

13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: gelamestvirishvili.blogspot.com

No comments:

Post a Comment